ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რეგიონში თანამდებობის პირებს ან ათავისუფლებენ, ან აკავებენ. დღეს აჭარაში 7 მაღალჩინოსანი აიყვანეს. ჩამონათვალშია ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი. კიდევ ვის ედავება სახელმწიფო თანხების გაფლანგვა?
ფაქტთან დაკავშრებით შეფასებები გაკეთდა პოლიტიკურ პარტიებსა და მესამე სექტორში. ჩვენ ახლა შეგვიძლია კომენტარები მოვისმინოთ.
ჯამში აჭარის მთავრობის შვიდი მაღალჩინოსანი დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის გაფლანგვის ასევე, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე აიყვანეს. დაკავებულებს შორისაა ბათუმის ყოფილი მერიც. საქმე „იაფი სახლის“ პროექტის განხორციელებას ეხება. გამოძიებით დგინდება, რომ გიორგი ერმაკოვმა სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედა. ერმაკოვმა ეროვნული ბანკის რეკომენდაცია არ გაითვალისწინა და კომპანია კონვერტ ჯორჯიასთან ტენდერი არ შეწყვიტა და უსაფუძვლოდ ჩაურიცხა საავანსო თანხა ჯამში ერთ მილიონ ლარზე მეტი.
საეჭვო ვითარების ფინანსურ გარიგებებში ფიგურირებს ბათუმის ვიცე მერიც. თენგიზ პეტრიძე, რომელიც ერმაკოვის მმართველობის დროს კეთილმოწყობის სამსახურში იყო დასაქმებული კონვერტ ჯორჯიას უპირატესობა მიანიჭა და ტენდერში გამარჯვებულად გამოაცხადა. ამავე საქმეში მონაწილეობს ბაგრატ მანველიძე. ეს უკანასკნელი წლების წინ ბათუმის ვიცე მერი იყო, ახლა კი აჭარის განათების მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. ამავე პროცესში ფიგურირებს ბათუმის მერიის კიდევ სამი საჯარო მოხელე, მათ შორისაა გოგა ლომაძე და ბექა ხალვაში. ეს ადამიანები იმ დროისათვის უწყების მუდვიმოქმედი სატენდერო კომისიის წევრები იყვნენ.
მასშტაბური სპეცოპერაციის დროს აიყვანეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. არჩილ ვანაძეს, რომელიც საეჭვო გარიგებების დროს მერის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე იყო, ინფორმაცია ჰქონდა კომპანიის არასაანდოობაზე, თუმცა კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა და თანხის ნაწილიც ჩაურიცხა.
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა კონვერტ ჯორჯიას უპირატესობა უკანონოდ მიანიჭეს და გარკვეული რაოდენობის თანხაც უსაფუძვლოდ ჩაურიცხეს. შესაბამისად მათ დაარღვიეს ქვეყნის ინტერესები და აუდიტის დასკვნით გაფლანგეს მილიონ 370 ათასი ლარი, რითაც მუნიციპალიტეტს ზიანი მიადგა.
პროკურატურის განცხადებას მალევე გამოეხმაურა რეგიონის პირველი პირი. თორნიკე რიჟვაძემ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ თანამდებობა მისი ხელისუფლების პირობებში არ არის გარანტია ან პრივილეგია. საინტერესოა ერთი დეტალი, რიჟვაძემ დაახლოებით ერთი თვის წინ თქვა, რომ ხელმრუდი საჯარო მოხელეები განსასჯელის სკამზე უნდა აღმოჩნდნენ, თუმცა ვის გულისხმობდა იგი საჯარო რესურსის პარაზიტებად მაშინ არ დააკონკრეტა.
და ბოლოს გეტყვით, რომ საქმეზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 182 მუხლის მეორე და 332 ნაწილის პირველი ნაწილით მიმდინარეობს